3 მარტი
დედის დღის ისტორია
დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი როგორც დედის დღე ცალკედ აღინიშნება. საქართველოში ამ დღესასწაულმა , მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია . დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება.
ჩვენ გამოვკითხეთ 116 სკოლის მოსწავლეები, რათა გაგვეგო თუ რას ჩუქნიან ისინი დედებს 3 მარტს.
დედის დღეს ყოველთვის ვჩუქნი დედაჩემს საჩუქარს. წელს ალბათ საყურეს შევურჩევ იმედი მოეწონება.- რუსო გენებაშვილი
მე და დედაჩემს თითქმის ერთი გემოვნება გვაქვს ამიტომ არ გამიჭირდება მისთვის სუნამოს ყიდვა.- ნინო ხუციშვილი
ჯერ-ჯერობით არ ვიცი რას ვაჩუქაბ, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ ამ დღეს სითბოსა და სიყვარულს არ მოვაკლებ.- ცოტნე ქსოვრელი
ყოველ დედის დღეს დედჩემს ყვავილებს ვჩუქნი, ტრადიციასავით გდაიქცა.- მირიან
მაჭავარიანი
დედაჩემს ძალიან უყვარს ტკბილეული და ალბათ "რაფაელოს" ვაჩუქებ.- თორნიკე შევარდნაძე
დიდი ხანი ვფირობდი რა მეჩუქნა დედასთვის და გადავწყვიტე საყურე და ბეჭედი ვაჩუქო, როგორც ქალისთვის აუცილებელი სამკაული.- სალომე გიორგაძე
დედაჩემს პარფიუმერიას ვუყიდი, ძალიან უყვარს.- ნატო ხტიაშვილი
რათქმაუნდა სუნამოს, მგონი ყველაზე შესაფერისია ამ დღისთვის.- მარი შარმნაშვილი
ლამაზ თაიგულს მივუძღვნი, ძალიან გაუხარდება.- ნიკა მელაძე
ჯერ-ჯერობით არვიცი, თუმცა ყვავილებს აუცილებლად ვაჩუქებ.- ანა გადილია
skip to main |
skip to sidebar
ეს არის ბლოგი ჩვენი ჟურნალის შესახებ. აქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველაფერი ის რაც წერია ჟურნალში ოღონდ ელექტრონულ ვერსიაში.
Thursday, March 24, 2011
116 საჯარო სკოლის მიღწევები
116-ე საჯარო სკოლა არის ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ''Flex'' -ის პროგრამის ლიდერი საჯარო სკოლებს შორის.
სკოლა არის საქართველოს აბსოლიტური რეკორდსმენი.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით - 85 ნომინანტი (2008 წ.)
პერსონალური კომპიუტერების ლაურეატთა მიხედვით - 53 (2008წ.)
საქართველოს და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით - 367 (89%)
უახლოეს მომავალში სკოლაში დაინერგება ინდივიდუალური დისტანციური სწავლების უნიკალური სისტემა, ''ტელესკოლა'' - მესამე ათასწლეულის განათლება.
სკოლაში ჩამოყალიბდება პროფესიონალური საესტრადო ანსამბლი ''ვარსკვლავების ფაბრიკა''.
კერძოდ 116 საჯარო სკოლის შესახებ !!!
116-ე საჯარო სკოლა "ევროსკოლა" დაარსდა 1937 წელს.
1990 წლამდე გაძლიერებული უცხო ენების სწავლების რუსული საშუალო სკოლა.
დედაქალაქის რუსულენოვანი ელიტის საყვარელი სკოლა.
1990 წლიდან ქართულ-რუსული სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს ქართული და რუსული სექტორები -60% /40%.
რეფორმის შემდეგ სკოლა გადავიდა მარკეტინგულ მართვაზე და ინოვაციების დანერგვაზე.
სკოლა მუშაობს უცხო ენებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სეგმენტზე, ის გამოირჩევა ადამიანური რესურსების განსაკუთრებული სიძლიერით: უცხო ენების კათედრა, ტექნიკური კათედრა.
სკოლაში მოღვაწეობს სამი პროფესორი, მწერალი, კომპოზიტორი...
სკოლა მდებარეობს საქართველოში ყველაზე მაღალი კონკურენციის ზონაში.
სკოლის კონტიგენტი შეადგენს 1146 მოსწავლეს, ყოველწლიური ზრდა - 8%.
სკოლაში ხორციელდება მოწინავე ევროპული მენეჯმენტი /მიზნობრივი ბაზრი კვლევა - კომუნიკაციის სამსახური; უსაფრთხოების მაღალი დონე - კონტროლინგის სამსახური; სწავლების მაღალი ხარისხი - ხარისხის მართვისა და ინოვაციის სამსახური; მენეჯერთა საბჭო.../
სკოლას გააჩნია მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის საკუთარი სისტემა.
პედაგოგებთან დადებული აქვს საუკეთესო შრომითი ხელშეკრულება.
სკოლაში მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა არცერთი მძიმე კრიმინალური შემთხვევა.
სკოლას გააჩნია მაღალი ტექნოლოგიური დონე - სრული კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია, საკუთარი ტელე-რადიო მაუწყებლობა, ლინგაფონის კომპიუტერული ლაბორატორია.
სკოლა სთავაზობს მშობლებს გახანგრძლივებულ სააღმზრდელო და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურეობას.
სკოლას მეგობრული კავშირები აქვს დამყარებული ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის საელჩოებთან, ასევე შავი ზღვისა და მოსკოვის ''თანამედროვე ჰუმანიტარულ აკადემიასთან".
116-ე საჯარო სკოლა არის ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ''Flex'' -ის პროგრამის ლიდერი საჯარო სკოლებს შორის.
სკოლა არის საქართველოს აბსოლიტური რეკორდსმენი.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით - 85 ნომინანტი (2008 წ.)
პერსონალური კომპიუტერების ლაურეატთა მიხედვით - 53 (2008წ.)
საქართველოს და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით - 367 (89%)
უახლოეს მომავალში სკოლაში დაინერგება ინდივიდუალური დისტანციური სწავლების უნიკალური სისტემა, ''ტელესკოლა'' - მესამე ათასწლეულის განათლება.
სკოლაში ჩამოყალიბდება პროფესიონალური საესტრადო ანსამბლი ''ვარსკვლავების ფაბრიკა''.
116-ე საჯარო სკოლის "ევროსკოლის" მისია
• ჩვენ გავხდებით საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლა, ეს მოხდება სწავლის ხარისხის გაუმბჯობესების, ახალი იდეების დანერგვისა და წარმატების დიდისურვილის დახმარებით!
• მიზნების მისაღწევად სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობის, თანამშრომლობის და პატივისცემის ატმოსფეროს!
• ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ადამიანი ყველაზე ძვიư0;ფასი რესურსია და გულწრფელად გვჯერა, რომ მშობლები ყოველმხრივ დაგვეხმარებიან ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში.
როგორ მოგწონთ ჟურნალი "სკოლა"
Blog Archive
About Me
- სკოლა
- რედაქტორი: მარიამ შარმანაშვილი მოადგილე: ნატო ხატიაშვილი მთავარი ჟურნალისტი: სალომე ხუციშვილი მხატვარი: მირიან მაჭავარიანი საზოგადოებასთან ურთიერთობა: შოთა გუბეიშვილი ჟურნალისტები: თორნიკე მელაძე შალვა ალთუნაშვილი
Followers
Powered by Blogger.