Thursday, March 24, 2011

3 მარტი

3 მარტი

დედის დღის ისტორია

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი როგორც დედის დღე ცალკედ აღინიშნება. საქართველოში ამ დღესასწაულმა , მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია . დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისგან  განსხვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება.

ჩვენ გამოვკითხეთ 116 სკოლის  მოსწავლეები, რათა გაგვეგო თუ რას ჩუქნიან ისინი დედებს 3 მარტს.


დედის დღეს  ყოველთვის ვჩუქნი დედაჩემს საჩუქარს. წელს ალბათ საყურეს შევურჩევ იმედი მოეწონება.- რუსო გენებაშვილი 

მე და დედაჩემს თითქმის ერთი გემოვნება გვაქვს  ამიტომ არ გამიჭირდება მისთვის სუნამოს ყიდვა.- ნინო ხუციშვილი 

ჯერ-ჯერობით არ ვიცი რას ვაჩუქაბ, მაგრამ  ის დანამდვილებით ვიცი რომ  ამ დღეს სითბოსა და სიყვარულს არ მოვაკლებ.- ცოტნე ქსოვრელი 

ყოველ დედის დღეს დედჩემს ყვავილებს ვჩუქნი, ტრადიციასავით გდაიქცა.- მირიან
მაჭავარიანი 

დედაჩემს ძალიან უყვარს ტკბილეული და ალბათ "რაფაელოს" ვაჩუქებ.- თორნიკე შევარდნაძე


დიდი ხანი ვფირობდი რა მეჩუქნა დედასთვის და გადავწყვიტე საყურე და ბეჭედი  ვაჩუქო, როგორც ქალისთვის აუცილებელი სამკაული.- სალომე გიორგაძე

 დედაჩემს პარფიუმერიას ვუყიდი, ძალიან უყვარს.- ნატო ხტიაშვილი 

რათქმაუნდა  სუნამოს, მგონი ყველაზე შესაფერისია ამ დღისთვის.- მარი შარმნაშვილი 

ლამაზ თაიგულს მივუძღვნი, ძალიან გაუხარდება.- ნიკა მელაძე

ჯერ-ჯერობით არვიცი, თუმცა ყვავილებს აუცილებლად ვაჩუქებ.- ანა გადილია 

116 საჯარო სკოლის მიღწევები

116-ე საჯარო სკოლა არის ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ''Flex'' -ის პროგრამის ლიდერი საჯარო სკოლებს შორის.
სკოლა არის საქართველოს აბსოლიტური რეკორდსმენი.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით - 85 ნომინანტი (2008 წ.)
პერსონალური კომპიუტერების ლაურეატთა მიხედვით - 53 (2008წ.)
საქართველოს და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით - 367 (89%)
უახლოეს მომავალში სკოლაში დაინერგება ინდივიდუალური დისტანციური სწავლების უნიკალური სისტემა, ''ტელესკოლა'' - მესამე ათასწლეულის განათლება.
სკოლაში ჩამოყალიბდება პროფესიონალური საესტრადო ანსამბლი ''ვარსკვლავების ფაბრიკა''.


კერძოდ 116 საჯარო სკოლის შესახებ !!!

116-ე საჯარო სკოლა "ევროსკოლა" დაარსდა 1937 წელს.

1990 წლამდე გაძლიერებული უცხო ენების სწავლების რუსული საშუალო სკოლა.

დედაქალაქის რუსულენოვანი ელიტის საყვარელი სკოლა.

1990 წლიდან ქართულ-რუსული სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს ქართული და რუსული სექტორები -60% /40%.

რეფორმის შემდეგ სკოლა გადავიდა მარკეტინგულ მართვაზე და ინოვაციების დანერგვაზე.

სკოლა მუშაობს უცხო ენებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სეგმენტზე, ის გამოირჩევა ადამიანური რესურსების განსაკუთრებული სიძლიერით: უცხო ენების კათედრა, ტექნიკური კათედრა.

სკოლაში მოღვაწეობს სამი პროფესორი, მწერალი, კომპოზიტორი...

სკოლა მდებარეობს საქართველოში ყველაზე მაღალი კონკურენციის ზონაში.

სკოლის კონტიგენტი შეადგენს 1146 მოსწავლეს, ყოველწლიური ზრდა - 8%.

სკოლაში ხორციელდება მოწინავე ევროპული მენეჯმენტი /მიზნობრივი ბაზრი კვლევა - კომუნიკაციის სამსახური; უსაფრთხოების მაღალი დონე - კონტროლინგის სამსახური; სწავლების მაღალი ხარისხი - ხარისხის მართვისა და ინოვაციის სამსახური; მენეჯერთა საბჭო.../

სკოლას გააჩნია მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის საკუთარი სისტემა.

პედაგოგებთან დადებული აქვს საუკეთესო შრომითი ხელშეკრულება.

სკოლაში მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა არცერთი მძიმე კრიმინალური შემთხვევა.

სკოლას გააჩნია მაღალი ტექნოლოგიური დონე - სრული კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია, საკუთარი ტელე-რადიო მაუწყებლობა, ლინგაფონის კომპიუტერული ლაბორატორია.

სკოლა სთავაზობს მშობლებს გახანგრძლივებულ სააღმზრდელო და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურეობას.

სკოლას მეგობრული კავშირები აქვს დამყარებული ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ინდოეთის საელჩოებთან, ასევე  შავი ზღვისა და მოსკოვის ''თანამედროვე ჰუმანიტარულ აკადემიასთან".

116-ე საჯარო სკოლა არის ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ''Flex'' -ის პროგრამის ლიდერი საჯარო სკოლებს შორის.

სკოლა არის საქართველოს აბსოლიტური რეკორდსმენი.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით - 85 ნომინანტი (2008 წ.)

პერსონალური კომპიუტერების ლაურეატთა მიხედვით - 53 (2008წ.)

საქართველოს და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით - 367 (89%)

უახლოეს მომავალში სკოლაში დაინერგება ინდივიდუალური დისტანციური სწავლების უნიკალური სისტემა, ''ტელესკოლა'' - მესამე ათასწლეულის განათლება.

სკოლაში ჩამოყალიბდება პროფესიონალური საესტრადო ანსამბლი ''ვარსკვლავების ფაბრიკა''.


                                 116-ე საჯარო სკოლის "ევროსკოლის" მისია

• ჩვენ გავხდებით საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლა, ეს მოხდება სწავლის ხარისხის გაუმბჯობესების, ახალი იდეების დანერგვისა და წარმატების დიდისურვილის დახმარებით!
• მიზნების მისაღწევად სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობის, თანამშრომლობის და პატივისცემის ატმოსფეროს!
• ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ადამიანი ყველაზე ძვიư0;ფასი რესურსია და გულწრფელად გვჯერა, რომ მშობლები ყოველმხრივ დაგვეხმარებიან ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში.